
ახალი ამბები
მერაბიშვილი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება
შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აშშ-ში იმყოფება ვიზიტით, სადაც შეხვედრები გამართა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში, ისე არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
”საერთო ჯამში 25-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა,”- განუცხადა მან ”რუსთავი 2”-ს ვაშინგტონში, ”და ყველა ჩვენ მეგობარს და იმ ადამიანს, ვინც საქართველოზე მუშაობს პირდაპირ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მიგვაჩნდა საჭიროდ, რომ მათ უნდა სცოდნოდათ”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)