ეროვნული ფორუმი რეგიონებზე აპირებს ფოკუსირებას
გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან განაცხადა, რომ მისი პარტია არ იქნება 26 მაისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და ამის მიზეზად დაასახელა ”ტაქტიკური უთანხმოება” ზოგიერთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან.
მან თავი შეიკავა დაესახელებინა ან ეს უთანხმოებები ან ის პარტიები, რომელთანაც ეროვნულ ფორუმს მოცემულ საკითხზე უთანხმოება ჰქონდა. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიცია ეროვნულ სტადიონზე ფართომასშთაბიან აქციას გეგმავს. გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია შეუერთდება აქციას, თუმცა არა როგორც თანაორგანიზატორი.
”მაესტროს” შოუში ”საკანი №5” საუბრისას სანიკიძემ განაცხადა, რომ მისმა პარტიამ მტკიცედ გადაწყვიტა 27 მაისიდან ფოკუსირება მოახდინოს რეგიონებზე.
”26 მაისიდან ჩვენ რაღაც ახალი უნდა დავიწყოთ,” – განაცხადა მან, ”თბილისმა ამოწურა მისი რესურსი და თბილისთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია: ის არის ანტი-სახელისუფლებო და სააკაშვილი ვერაფერს გააკეთებს მის დასაბრუნებლად… თბილისი არის ოპოზიციის დასაყრდენი. თუმცა სიტუაცია განსხვავებულია რეგიონებში”.
მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანია რეგულარული კამპანიის ჩატარება რეგიონებში და ოპოზიციის გზავნილის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სადაც, მისი თქმით, ხელისუფლებას უპირატესობა გააჩნია მისი ”პროპაგანდისტული ტელეკომპანიების” საშუალებით. სანიკიძის თქმით, ხელისუფლების ”სატელევიზიო პროპაგანდასთან” დაპირისპირება შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეოაბასთან პირისპირ შეხვედრებით.
”ჩვენ დისკომფორტი უნდა შევუქმნათ სააკაშვილს რეგიონებში ისეთი, როგორიც უკვე შევუქმენით თბილისში,” – განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ ამას მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდება, პირველ რიგში, ადგილზე. ”ერთ თვეში შესაძლებელია საპროტესტო მუხტის მობილიზება რეგიონებში”.
მან ასევე განაცხადა, რომ ეროვნულმა ფორუმა ეს საკითხი დააყენა ოპოზიციურ პარტიებს შორის სამუშაო შეხვედრებზე.
”ჩემი კოლეგები სხვა ოპოზიციური პარტიებიდან ძირითადად იზიარებენ ამ მიდგომას, მაგრამ მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ მათ სრულად არ ესმით რეგიონების მნიშვნელობა,” – განაცხადა სანიკიძემ.
მისი თქმით, ეროვნული ფორუმი დაიწყებს ამ კამპანიას მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტენ სხვა პარტიები. სანიკიძის თქმით, ლევან გაჩეჩილაძე სრულად იზიარებს ეროვნული ფორუმის პოზიციას და დათანხმდა, რომ შეუერთდება ამ კამპანიას.
იმავე გადაცემაში ლევან გაჩეჩილაძემ, რომელიც საუბარს მოგვიანებით შეუერთდა, განაცხადა, რომ რეგიონებზე ფოკუსირების გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თბილისში საპროტესტო აქციები შეწყდება ან ”საკნების ქალაქი” მოიშლება.
გადაცემაში საუბრისას გუბაზ სანიკიძემ კატეგორიულად უარყო ის ვარაუდი, რომ ეროვნული ფორუმი გამოყოფას აპირებს დანარჩენი ოპოზიციასგან. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს უთანხმოებას მთავარ მიზანზე – პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომაზე.
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ასევე განაცხადა 25 მაისს, რომ ოპოზიციას ახალი ტაქტიკა სჭირდება, რომელიც სამ-მიმართულებიან მიდგომას ითვალისწინებს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს აქტიურ კამპანიას რეგიონებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)