უმრავლესობის ლიდერი: ოპოზიციის ტაქტიკა არაპროდუქტიულია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ვერ მიაღწევს თავის მიზნებს ქუჩის საპროტესტო აქციების გზით.
ცისკარიშვილმა, რომელმაც 11 მაისს პრეზიდენტ სააკაშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, განუცხადა ჟურნალისტებს: ”ჩვენ ძალიან ნათლად აუხსენით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ჩვენ გვესმის ქვეყანაში არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ ის, რომ საკნებით, ქუჩის აქციებით ისინი შეძლებენ ხელისუფლების დაშანტაჟებას და ამას გამოიყენებენ, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს, ჩვენ ნათლად აუხსენით, რომ ეს ასე არ მოხდება”.
”არჩევნები ჩატარდება თავის ვადებში, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნებიც,” – დასძინა მან.
11 მაისს შეხვედრის დაწყებამდე თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც მმართველი პარტიის გავლენიანი წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს ”ძალიან კონკრეტული” გეგმა, თუ როგორც უნდა დაიძლიოს კრიზისი ევოლუციურად, ყოველგვარი არეულობების გარეშე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)