skip to content
ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელი ”გარკვეული ჯგუფების” მიერ მის ჟურნალისტებზე ზეწოლას გმობს

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა 26 მარტს, რომ გარკვეული ჯგუფები ”ამორალურ მეთოდებს” იყენებენ მის ჟურნალისტებზე ზეწოლის მიზნით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რომ 15 მარტს მასთან უცნობი მამაკაცი მივიდა, რომელმაც თავი ოპოზიციის წარმომადგენლად და 9 აპრილის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორად გააცნო. ”მან შემომთავაზა დამეტოვებინა პირველი არხი კომპრომატებით, რომელიც მან არ დააკონკრეტა და შემდეგ მივსულიყავი ამ კომპრომატებით მაესტროში უცნობის გადაცემაში,” – განაცხადა მაქარაშვილმა და დასძინა, რომ მას დაემუქრნენ, რომ მის ფეხმძიმე ცოლს ”კიბეებიდან დააგორებდნენ”, თუ ის უარს იტყოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს საქმის გამოძიება.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ზეწოლა ჟურნალისტებზე 9 აპრილის საპროტესტო აქციის მოახლოებასთან ერთად გაძლიერდა.

”საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ გადაიქცევა არცერთი პოლტიკური პარტიის პროპაგანდისტულ იარაღად,” – განაცხადა არხმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button