
ეუთოში საქართველოს ყოფილი ელჩი ოპოზიციაში მიდის
საქართველოს ყოფილმა ელჩმა ეუთოში ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ იგი, სავარაუდოდ, შეუერთდება თავისი ”ბავშვობის მეგობრის” ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ჯგუფს.
გადადგომის მიზეზებზე საუბრისას დოლიძემ EurasiaNet-თან ინტერვიუში განაცხადა: ”ჩემი პრინციპების წინააღმდეგ ვერ წავალ; მე ვერ გავაგრძელებ მუშაობას იმ პრეზიდენტის და მთავრობის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომლისაც არ მჯერა”.
ალასანიას მსგავსად, ვიქტორ დოლიძემაც განაცხადა, რომ იგი ვადამდელი საპრეზიდენტი არჩევნების მომხრეა.
”საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, სანამ პარლამენტი განახლდება, რადგანაც არსებული ადმინისტრაციის პირობებში არანაირი გარანტია არ იქნება გამჭირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა,” – განუცხადა მან EurasiaNet-ს.
აგვისტოს ომის შესახებ საუბრისას დოლიძემ ალასანიას მსგავსად განაცხდა: ”მიუხედვად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი აგრესორია, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ხელისუფლებას შეეძლო თავიდან აეცილებინა ამგვარი განვითარება”.
ვიქტორ დოლიძემ გადადგომის შესახებ განცხადება 4 თებერვალს გააკეთა. ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც ქართული მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი ალასანიას პოლიტიკურ გუნდთან შეერთების გეგმებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)