skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველის ოფისის პოლიტიზაცია მოხდა – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს ადამიანის უფლებების დაცვასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან ის სრულიად ”პოლიტიზირებულია”. 

მისი თქმით, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი არის ”ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, რომელიც აპირებს პოლიტიკაში წასვლას და დროშის ფრიალს”.

”სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ოფისის სრული პოლიტიზაცია მოხდა და ადამიანის უფლებების დაცვას სრულად ჩამოშორდა,”- განაცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

პრეზიდენტმა ამ თემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა სახალხო დამცველის ანგარიშის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. 

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა გაითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button