ახალი ამბები

ცხინვალთან დამაკავშირებელი გაზსადენი სრულად არაა რეაბილიტირებული – ხეთაგური

ცხინვალის რეგიონს გაზმომარაგება მას შემდეგ აღუდგება, რაც დაზიანებული გაზსადენი სრულად იქნება შეკეთებული, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა 6 დეკემბერს.

”გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განუცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს 5 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, რომ ქართული მხარე მზადაა განაახლოს სამხრეთ ოსეთისთვის გაზის მიწოდება.

”სამხრეთ ოსეთის მიმართულებით იყო რამოდენიმე ადგილას დაზიანება. ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველა ადგილი გაგვეკეთებინა, მაგრამ დარჩენილი არის ერთი ადგილი დაბომბილი, რომელთანაც პრაქტიკულად ვერ მივდივართ, უსაფრთხო არ არის იქ მისვლა და შესაბამისად, შეგვეძლება თუ არა იმ ადგილის რეაბილიტაცია, ამის შემდეგ მილსადენი უკვე მზად იქნება ტექნიკურად იმისთვის, რომ გაზი გაატაროს,” – განუცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს ალექსანდრე ხეთაგურმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გაზსადენი დაზიანებული იყო სოფელ დირბის მონაკვეთში, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს, რომელიც სამინისტროს თქმით, ”მაღალი რისკის ზონაა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button