ახალი ამბები

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ პარლამენტში მოხსენებით გამოვა

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დღეს პარლამენტში 2008 წლის პირველ ნახევარში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ მოხსენებას გააკეთებს.

წინა წლებში სუბარის მოხსენებას აქტიურად აკრიტიკებდნენ დეპუტატები მმართველი პარტიიდან და სახალხო დამცველს ”ოპოზიციური პოლიტიკოსის” მსგავს ქმედებებში ადანაშაულებდნენ. შედეგად, პარლამენტი მხოლოდ რეზოლუციას იღებდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოხსენება ”ცნობად იქნა მიღებული”.

თუმცა, საპარლამენტო უმცირესობამ განაცხადა, რომ მან ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს სახალხის დამცველის მოხსენების საპასუხოდ წარედგინება. დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ის შემთხვევები, რომლებიც სახალხო დამცველის მოხსენებაშია ასახული. პროექტი ასევე სთხოვს გენერალურ პროკურატურას მისი დასკვნების შესახებ აცნობოს პარლამენტს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button