skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს სამხედრო გემი ფოთის პორტში შევა

აშშ-ს სამხედრო გემი USS Taylor (FFG-50) 29 დეკემბერს ორდღიანი ვიზიტით ფოთის პორტს ეწვევა, განაცხადა აშშ-ს საელჩომ საქართველოში. 

ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა უკვე განახორციელეს ანალოგიური ვიზიტები ოქტომბერში და ნოემბერში. ხოლო აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში სამმა სამხედრო გემმა საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა.

აშშ-ს საელჩოს ცნობით, USS Taylor-ის ეკიპაჟის წევრები ფოთში მონაწილეობას მიიღებენ სოციალურ და კულტურული ტიპის ღონისძიებებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button