
ევროკავშირი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეხმარება
ევროკავშირი 1.4 მილიონი ევროს ღირებულების პროექტით დაეხმარებას საქართველო სახალხო დამცველის აპარატს, რომლის მიზანია სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება და მისი როლის განმტკიცება.
პროექტი მიზნად ისახავს სამი წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება სისხლის სამართლის რეფორმის, საზოგადოებაში კანონის უზენაესობის როლისა და ადამიანის უფლებების შესახებ გათვითცნობიერებულობის ამაღლების მიმართულებით, იტყობინება ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში.
სახალხო დამცველის აპარატისთვის გაწეული დახმარება მრავალმხრივი იქნება, ანალიტიკური განყოფილებების შექმნით დაწყებული და სისხლის სამართლის რეფორმების მონიტორინგისთვის ახალი მიდგომებისა და პროგრამების შემუშავებით დამთავრებული; გათვალისწინებულია მონიტორინგის სახელმძღვანელოების შექმნა და ტრენინგები; აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული სამართლებრივი, კრიმინოლოგიური და სხვა საკითხები.
პროექტს განახორციელებს ავსტრიული კომპანია Human Dynamics, რომელსაც საქართველოში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით სამართლის სფეროში.
ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით სახალხო დამცველის აპარატი მიიღებს დამატებით დაფინანსებას 400 000 ევროს ოდენობით კომპიუტერული აღჭურვილობითა და საკანცელარიო ნივთებით მომარაგებისათვის, რითაც ხელი შეეწყობა მის მოდერნიზაციასა და რეგიონალური ოფისების აღჭურვას.
პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატს გადაეცემა 12 ავტომანქანა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)