სააკაშვილი: საქართველო არ ელის ფართომასშტაბიან ამერიკულ სამხედრო დახმარებას
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის განცხადებები აშშ-ის მიერ საქართველოს ხელახლა შეიარაღის თაობაზე ”პროპაგანდის ნაწილია”.
”ჩვენ არ ველით აშშ-სგან რაიმეს მიღებას, ჩვენ ამ ბოლო დროს არაფერი მიგვიღია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არც ველით რაიმე მნიშვნელოვან ტექნიკურ ან სამხედრო მატერიალურ დახმარებას,” – განაცხადა სააკაშვილმა Associated Press-თან ინტერვიუში 11 სექტემბერს. ”ყველა ეს საუბრები იმის თაობაზე, რომ ამერიკელები საქართველოს ხელახლა შეიარაღებას ახორციელებენ, ან სხვები შემოდიან და საქართველოს შეიარაღებას ახორციელებენ მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია”.
”არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის თეორიული დახმარება შეიძლებოდა მიგვეღო ვინმესგან, უდავოა, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთთან ომის წარმოება,” – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)