ახალი ამბები

პუტინი შეშფოთებულია აფხაზეთის თავზე ქართული მზვერავი თვითმფრინავების ფრენის გამო

21 აპრილს თავის ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ”შეშფოთება გამოხატა სამხედრო მიზნით [აფხაზეთის] კონფლიქტის ზონაზე საქართველოს მიერ ფრენების განხორციელების გამო,”  განაცხადა კრემლის პრესსამსახურმა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მან ”კატეგორიულად მოთხოვა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელს  დაუყოვნებლივ გაუქმება ამ უკანონო იურიდიული აქტის, რომელიც რუსეთმა მიიღო, დაუყოვნებლივ შეწყვეტა აგრესიული თავდასხმებისა საქართველოზე”. სააკაშვილის თქმით, ”ეს არ იყო ადვილი საუბარი”. მან ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთის MIG-29 საბრძოლო თვითმფრინავის მიერ ”აგრესიის აქტი” უწოდა. თუმცა რუსეთი უარყოფს ინციდენტთან რაიმე კავშირს.


”[რუსეთის პრეზიდენტმა] ხაზი გაუსვა [სატელეფონო საუბრის დროს], რომ კონფლიქტის ზონის თავზე გადაფრენა ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების მიზანს და სულისკვეთებას და მადესტაბილიზირებელ ფაქტორს წარმოადგენს, რაც დაძაბულობის გამწვავებას იწვევს,” – განაცხადა კრემლის პრესსამსახურმა.


რაც შეეხება რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური კავშირების დამყარების თაობაზე, კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ”პრეზიდენტმა პუტინმა დეტალურად აუხსნა თავის ქართველ კოლეგას ამ გადაწყვეტილების მიზეზები”.


”ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონფლიქტური რეგიონების სოციალურ-ეკონომუკური საკითხები დიდი ხანია განიხილება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ,” – ნათქვამია განცხადებაში, ”ამავე დროს პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები შესაბამისობაში მოდის საკანონმდებლო ბაზასთან და წმინდა სოციალურ-ეკონომიკური ხასიათისაა… რუსეთის პრეზდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე მიიღებს ზომებს, რათა შეუმსუბუქოს [აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს] სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები და დაეხმაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეკონომიკურ განვითარებას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button