ახალი ამბები

სეპარატისტი ლიდერები შეხვედრას გეგმავენ

აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები კოსოვოს დამოუკიდებლობის ფონზე ერთობლივი პოლიტიკის კოორდინირების მიზნით შეხვედრას გეგმავენ, განაცხადა სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა 23 თებერვალს.


”შესაძლოა ვინმე ფიქრობს, რომ კოსოვო უნიკალური შემთხვევაა,” – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მაგრამ ჩვენ რესპუბლიკებსაც აქვთ პოლიტიკურ-იურიდიული უფლებები საერთაშორისო აღიარებისთვის. ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და რუსეთის ხელმძღვანელობას, ასევე გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს [აღიარებისთვის]”.

Back to top button