ახალი ამბები

ახალი მემარჯვენეები ეგზით პოლებს უნდობლობას უცხადებენ

ახალი მემარჯვენეები უნდობლობას უცხადებენ 5 იანვარს დაგეგმილ ეგზით პოლებს, რომელიც ოთხი ტელეკომპანიის – საზოგადოებრივი მაუწყებელი,  ”რუსთავი2”, ”მზე”, აჭარის ტელევიზია – დაკვეთით განხორციელდება.


იმავდროულად, პრეზიდენტობის კანდიდატის დავით გამყრელიძის შტაბი ნდობას გამოხატავს არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის მიმართ, რომელსაც ორი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია – ”სამართლიანი არჩევნები” და ”ახალი თაობა, ახალი ინიციატივა” –  პარალელურ რეჟიმში ჩაატარებს.


”უნდობლობას ვუცხადებთ ოთხი ტელეკომპანიის დაკვეთით დაგეგმილ ეგზით პოლებს,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან, ”ვემხრობით ოქმების საფუძველზე პარალელური დათვლის პრინციპით საზოგადოებისათვის პერმანენტული შედეგების მიწოდებას არჩევნებთან დაკავშირებით”.


ეგზით პოლებს ოთხი ტელეკომპანიის გარდა, ასევე გეგმავენ ტელეკომპანია ”იმედი” და უკრაინაში დაფუძნებული ორგანიზაცია ”საერთო ევროპული საქმისთვის”.



 

მსგავსი/Related

Back to top button