ახალი ამბები

ომბუდსმენი: რეზინის ტყვიების გამოყენება უკანონო იყო

სპეცდანიშნულების რაზმის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენება 7 ნოემბრის დემონსტრაციის დაშლის დროს უკანონო იყო და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა, უნდა დაისაჯოს, განაცხადა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა17 დეკემბერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძისთვის გაგზავნილ წერილში.


სახალხო დამცველი პოლიციის შესახებ კანონის ციტირებას ახდენს, სადაც ჩამოთვლილია ის აღჭურვილობა, რისი გამოყენებაც სპეცრაზმს შეუძლია. ამ ჩამონათვალში შედის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტი, თუმცა კანონში არ წერია რეზინის ტყვიები.


”აქედან გამომდინარე, უნდა დაისვას არა მხოლოდ რიგითი სპეცრაზმელის პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ შეიძინა რეზინის ტყვიები და ბრძანება გასცა მისი გამოყენების შესახებ,” – განაცხადა სახალხო დამცველმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button