ახალი ამბები

ევროპის საბჭო თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ამჟამად, ყველა მხარისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს თავშეკავების გამოჩენა, პროვოკაციების თავიდან აცილება და პროვოცირებულად აღმოჩენის თავიდან აცილება, განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.


”ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული სიტუაციის გამო, რომელიც მას შემდეგ გაუარესდა, რაც მე კვირას [4 ნოემბერს] საქართველო დავტოვე… შეკრების თავისუფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით, და ხელისუფლება უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა შეზღუდვა გამართლებული და შესაბამისია,” – განაცხადა ტერი დევისმა.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button