skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ბანკმა უკრაინული ბანკი იყიდა

საქართველოს ბანკმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან 81.7 მილიონ დოლარად უკრაინის განვითარებისა და პარტნიორობის უნივერსალური ბანკი (UBDP) იყიდა.


უკრაინის ეროვნული ბანკის ცნობით, UBDP-ის, რომელიც საშუალო სიდიდის ბანკია, საბაზრო წილი 0.22%-ს შეადგენს; 0.25% – კრედიტის სახით და 0.21% – დეპოზიტების სახით. UBDP, რომელიც უკრაინაშია განთავსებული, 20 000 ინდივიდუალურ და 2 500 კორპორატიულ კლიენტს 39 ფილიალის მეშვეობით ემსახურება.


საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს ბანკი უმსხვილესი ბანკია აქტივების, კრედიტებისა და დეპოზიტების თვალსაზრისით, რომლის  წილიც ქართულ ბაზარზე 34%-ს შეადგენს. იგი 104 ფილიალის მეშვეობით 500 ათას კლიენტს ემსახურება.      


”ამ თვალსაზრისით, გარდა UBDP-ისა, ჩვენ გვყავს მსხვილი და წარმატებული შუამავალი შვილობილი კომპანია უკრაინაში, ეს ქვეყანა ნამდვილად გახდა ჩვენი მეორე მშობლიური ბაზარი,” – განაცხადა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლადო გურგენიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button