skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტები ომის საფრთხეზე საუბრობენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი, რომლებიც ამჟამად მოსკოვს სტუმრობენ, აცხადებენ, რომ არსებობს საფრთხე წლის ბოლომდე თბილისმა საომარი მოქმედებები წამოიწყოს სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ.


”ნოემბერ-დეკემბერი, როცა კოსოვოს ბედის გადაწყვეტის საკითხი დადგება – ეს ყველაზე შემაშფოთებელი დროა ჩვენთვის,”- განაცხადა სერგეი ბაღაფშმა 5 ოქტომბერს.


”ინტერფაქსი” აფხაზეთის ლიდერის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ კონფლიქტურ ზონებში მოვლენათა განვითარება პირდაპირ კავშირშია საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან, რომელიც მას შემდეგ დაიძაბა, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს. 


”თუ ვინმეს ქვეყნის შიგნით არ შეუძლია ნორმალური სახელმწიფოებრივი ურთიერთობების მოგვარება, აქ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არაფერ შუაშია,”- განაცხადა ედუარდ კოკოითმა მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

This post is also available in: English Русский

Back to top button