ახალი ამბები
კარასინი მოსკოვში ბაღაფშს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დღეს მოსკოვში აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა.
”საუბრისას განიხილებოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში არსებული ვითარება და ის სირთულეები, რომლებიც ბარიერს უქმნის მოლაპარაკებათა პროცესის განახლებას,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 7 სექტემბერს.
ანალოგიური შეხვედრა გამართა გრიგორი კარასინმა 5 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)