ახალი ამბები

აშშ-ს სარაკეტო კრეისერი ბათუმის პორტში შედის

ამერიკული სარაკეტო კრეისერი დონალდ კუკი მომავალ კვირას ბათუმის პორტში შევა, იტყობინება აშშ-ს საელჩო თბილისში 31 აგვისტოს.


დაგეგმილია გემის ეკიპაჟის, საქართველოს სანაპირო დაცვისა და საქართველოს საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები როგორც გემზე ასევე ზღვაზე.


გემის ეკიპაჟის წევრები აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სოციალურ და საზოგადოებრივ პროექტებში ბათუმის მერიასთან ერთად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button