ბეჟუაშვილი: თბილისს პუტინი-სააკაშვილის შეხვედრის გამართვა სურს
თბილისს კვლავ სურს საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრის ორგანიზება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 21 აგვისტოს.
მისი თქმით, საკითხი კვლავ დგას დღის წესრიგში მიუხედავად 6 აგვისტოს ინციდენტისა.
საქართველოს და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს ივლისის ბოლოს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები აგვისტოში ორი პრეზიდენტის შეხვედრის ორგანიზების მიზნით.
” ზუსტ თარიღს ვერ მოგახსენებთ. ზუსტი თარიღები არ იყო ცნობილი არც ინციდენტამდე, არც ინცინდენტის შემდეგ. გეგმა ჩვენ არ შეგვიცვლია, ჩვენ გვაქვს იმდენად ღია პოზიცია და პოლიტიკა, რომ არ გავურბივართ შეხვედრებს, პირიქით, ნებისმიერ შეხვედრას გამოვიყენებთ იმისთვის, რათა ნათელი მოვფინოთ იმ ფაქტებს, რაც ხდება ორ ქვეყანას შორის,” – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)