ახალი ამბები

რკინიგზის მართვის უფლება საინვესტიციო ჯგუფს გადაეცემა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს ”საქართველოს რკინიგზა” 89 წლის მართვის უფლებით ბრიტანულ საინვესტიციო ჯგუფ ”ფარქფილდ ინვესტმენთს” გადაეცემა, განაცხადა 16 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ.


მისი თქმჳთ უკვე მომზადებულია ხელშეკრულების პროექტი, როემლსაც ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.
 
მინისტრის თქმით, საინვესტიციო ჯგუფი რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 10 წლის განმავლობაში ”მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.” ინვესტტიციების ძირითადი ნაწილი, მისი თქმით, პირველ სამ-ოთხ წელიწადში განხორციელდება.


კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას 2009 წლამდე არ გაზარდოს არც სამგზავრო და არც სატვირთო ტარიფები, ხოლო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ტარიფების განსაზღვა სახელმწიფოსთან შეთანხმებით მოხდება.


არველაძის თქმით, ”ფარქფილდ ინვესტმენთს”-ი შეარჩევს ცალკე კომპანიას, რომელიც უშუალოდ დაკავდება რკინიგზის მენეჯმენტით. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს მსოფლიო დონის ოპერატორი კომპანია. ოპერატორის შერჩევის პროცესში, მისი თქმით, სახელმწიფო არ ჩაერევა.


არველაძის განცხადებით ეს იქნება ”ფარქფილდ ინვესტმენთს”-ის პირველი ინვესტიცია რკინიგზის სფეროში.


სხვა სახის ინფორმაცია ამ საინვესტიციო ჯგუფის შესახებ ცნობილი ჯერ-ჯერობით არ არის.
 
”მილიარდი დოლარი ძალიან დიდი თანხაა და სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ნამდვილად ვერ შეძლებდა ასეთ მოკლე ვადებში ასეთი მასშტაბის ინვესტიცები განეხორცუიელებინა. რკინიგზის განვითარება, რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდა-განვითარება, ზოგადად ტექნოლოგიურად რკინიგზის განახლება არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითრებისთავიოს”, – განაცხადა გიორგი არველაძემ.

მან ხახი გაუსვა რომ ხელისუფლებამ კი არ გაყიდა რკინიგზა, არამედ მართვის უფლება გადასცხა კერძო კომპანიას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button