Placeholder canvas
ახალი ამბები

ოპოზიცია ხელისუფლებას დაბომბვის ინციდენტთან დაკავშირებით აკრიტიკებს

ოპოზიციური პარტიების უმეტესობა 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად რაკეტის ჩამოგდების ინციდენტის გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თბილისს სრული უფლება ჰქონდა ჩამოეგდო  საფრენი აპარატი.


”საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ჩამოაგდოს ეს საფრენი აპარატი და უნდა ვნახოთ, თუ ვის ეკუთვნის ის ”,- განაცხადა ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა 7 აგვისტოს.  

თბილისი აცხადებს, რომ  საქართველოს ტერიტორია რუსულმა Su-24 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა დაბომბა, თუმცა მოსკოვი უარყოფს ამას.


”ჩნდება კითხვა რისთვის სჭირდება საქართველოს მილიარდიანი თავდაცვის სისტემა? თუ კი ვისაც უნდა, როგორც უნდა და როდესაც უნდა შემოფრინდება, დაბომბავს საქართველოს და გაფრინდება უკან”, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ.


სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გასაკვირია როდესაც ინციდენტის ადგილას მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩადის და კომენტარს აკეთებს, მაშინ როდესაც ამის პრეროგატივა თავდაცვის მინისტრს და სასაზღვრო პოლიციას გააჩნია.


”სად არის თავდაცვის მინისტრი ასეთ სიტუაციაში?. მერაბიშვილი არაფერ შუაში არ არის. სად არის ჩვენი საზღვრის დაცვის უფროსი?… თუკი ჩვენმა რადარებმა დააფიქსირეს თვითმფრინავების შემოსვლა, აფრინდნენ კი ჩვენი თვითმფრინავები იმისთვის რომ კონტრიერიში მიეტანათ?… თუ ჩვენ ტყუილად ვხარჯავთ ფულს თავდაცვაში”, – განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.


რესპუბლიკელთა ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი საგანგებოდ დაინტერესდება, თუ ”რატომ არ დგას თავის ადგილზე და რატომ არ ასრულებს თავის ფუნქციებს ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტრო და მეორეს მხრივ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მსგავსად, ევალება დაიცვას ამ ქვეყნის საზღვრები, ხოლო აგრესიის შემთხვევაში პასუხი გასცეს აგრესიას”.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button