Greenoak-ი უარყოფს ინფორმაციას ყაზახი პარტნიორის შესახებ
ბათუმის ნავთობტერმინალმა, რომლის მფლობელიც Greenoak Group-ია, 19 ივნისს უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი ყაზახი პარტნიორი KazTransOil საქართველოში საქმიანობის შეწყვეტას გეგმავს.
საინფორმაციო სააგენტო GHN იტყობინებოდა 18 ივნისს ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელის იან ბოდენ ნილსენის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ KazTransOil-მა შესაძლოა დატოვოს საქართველო პოტენციური ფინანსური დანაკარგების გამო.
თუმცა, იან ბოდენ ნილსენის განცხადებით, მას არ უსაუბრია საინფორმაციო სააგენტო GHN-ის ჟურნალისტთან და ”ამ სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”.
KazTransOil-ი ყაზახეთის სახელწმიფო კომპანია KazMunaiGas-ის შვილობილი კომპანიაა. ეს კომპანია Greenoak Group-თან პარტნიორობით ბათუმში ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)