ეკონომიკური განვითარების მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა
ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც საქართველო-აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტისას ასევე დაგეგმილია საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ და ვაჭრობის და ინვესტიციების მოზიდვის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი არველაძის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტისას განიხილება სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ამერიკიდან საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის საკითხები.
”ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს წრეებთან,”- განუცხადა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე გიორგი არველაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)