skip to content
ახალი ამბები

ანთაძე აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების უახლოეს პერიოდში განახლდებას იმედოვნებს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის განცხადებით, მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები აფხაზურ მხარესთან ორმხრივი შეხვედრის გამართვის თაობაზე.


”მე მუდმივად კონტაქტი მაქვს აფხაზურ მხარესთან… ვფიქრობ, რომ გარკვეულ პერიოდში ეს შეხვედრა გაიმართება,” – განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” მერაბ ანთაძემ.


რაც შეეხება ზემო აფხაზეთში 11 მარტს მომხდარ დაბომბვის ინციდენტს, მერაბ ანთაძის განცხადებით, გაეროს ეგიდით მოქმედი ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფი კვლავ აგრძელებს გამოძიებას.


”ველით, რომ საერთაშორისო მონიტორინგის შედეგები ოფიციალურად იქნება გაცხადებული. მიჭირს კონკრეტული ვადების დასახელება, მაგრამ არ მგონია, რომ დროში გაიწელოს”, – დასძენს სახელმწიფო მინისტრი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button