skip to content
ახალი ამბები

საქართველოსთვის გაზის მოწოდების ბალანსი დროებით შეიცვლება

რუსეთის მხარე ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო საქართველოს გაზის მოწოდებას დღეს ღამით შეუწყვეტს, მაგრამ გაიზრდება ”შაჰ-დენიზიდან” მოწოდებული  გაზის მოცულობა.


როგორც ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაში განმარტავენ, მოსახლეობის გაზმომარაგება არ შეიზღუდება.


დღე-ღამეში საქართველო ”გაპრომისგან” 2,4-2,5 მლნ კუბამეტრს გაზს იღებდა, ”შაჰ-დენიზის” გაზსადენით კი მარტიდან უკვე 1 მლნ კუბამეტრი ბუნებრივი აირი შემოდიოდა.


თუ რამდენით გაიზრდება აზერბაიჯანული გაზის მოწოდება, ამაზე კომენტარს ენერგეტიკული სფეროს წარმომადგენლები კომენტარს დღეს მოგვიანებით გააკეთებენ.


იმავდროულად, დღეს დაგეგმილია ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) სხდომა, სადაც სავარაუდოდ, გაზის ტარიფის გაძვირების საკითხს განიხილავენ. ამ თხოვნით გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა – ”ყაზტრანსგაზ-თბილისმა” და ”იტერა-საქართველომ” – სემეკს თებერვალში მიმართეს.


ამჟამად, თბილისის მომხმარებელი 34 თეთრს იხდის კუბურ მეტრ გაზში, რეგიონებში კი ტარიფი 40–დან 45 თეთრამდე მერყეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button