პარლამენტმა სამხრეთ ოსეთზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა დღეს 160 ხმით 3 წინააღმდეგ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი ”ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ”, რომელიც სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროეტის მოწინააღმდეგეთა შორის იყოს ლეიბორისტული პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი პარლამენტში, დეპუტატი თემურ დოლიშვილი.
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული ერთეული ითვალისწინებს ისეთი მექანიზმების შექმნას, რომლებიც დაეხმარება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, რეგიონის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრას და დემოკრატიული არჩევნებისთვის მომზადებას.
კანონპროექტის შინაარსში, 5 და 11 აპრილს პირველი და მეორე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ, არანაირი ცვლილება არ შესულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)