skip to content
ახალი ამბები

”აზერგაზი” საქართველოს ბუნებრივ აირს აღარ აწვდის

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ”აზერგაზმა” საქართველოს ბუნებრივი აირის მოწოდება შეუწყვიტა, თუმცა მოლაპარაკებები მოწოდების განახლების თაობაზე მხარეებს შორის ისევ მიმდინარეობს, აცნობეს ”სივილ ჯორჯიას” ენერგეტიკის სამინისტროში.


თბილისსა და ბაქოს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, დეკემბრიდან ”აზერგაზი” საქართველოს დღე-ღამეში 1,3 მლნ კუბამეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა, 1000 კუბამეტრს 120 აშშ დოლარად. ეს კონტრაქტი 1 აპრილამდე მოქმედებდა, თუმცა გაზის მოწოდება 8 აპრილს შეწყდა.


აღნიშნული დანაკლისი, ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, პრობლემას არ უქმნის საქართველოს გაზმომარაგებას, რადგან ქვეყანა საკმარისი რაოდენობის გაზით მარაგდება ”გაზპრომიდან” და ”შაჰ-დენიზის” საბადოდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button