skip to content
ახალი ამბები

თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიხსნა

დღეს თბილისში საქართველოსა და იტალიის რიგით მესამე ბიზნესფორუმი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ გახსნეს.


”იტალია ჩვენი მეათე სავაჭრო პარტნიორია და მერვე იყო შარშან განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების თვალსაზრისით… იტალიასთან, როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა. 


ეკონომიკური განვითარების მინისტრის გიორგი არველაძის განცხადებით, ფორუმზე წარმოდგენილია იტალიური ბიზნესის თითქმის ყველა მიმდინარეობა – საბანკო, უძრავი ქონების, სამშენებლო და სამრეწველო კომპანიები.


”საქართველო უკვე ის ქვეყანაა, რომელიც იზიდავს ინვესტიციებს და მსოფლიოს ყველა კუთხიდან ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ფული ჩადონ”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გიორგი არველაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button