ახალი ამბები

აზერბაიჯანი საქართველოს გაზის მოწოდებას უზრდის

1 აპრილამდე საქართველო აზერბაიჯანიდან  დღე-ღამეში 1,3 მლნ კუბამეტრ გაზს მიიღებს 120 აშშ დოლარად ათას კუბამეტრზე, ადრე მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული 1 მლნ კუბამეტრი გაზის ნაცვლად.  

ამის შესახებ შეთანხმებას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრეზიდენტმა ალეკო ხეთაგურმა 15-16 თებერვალს ბაქოში ვიზიტისას მიაღწია.


კორპორაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაზრდილ რაოდენობას აზერბაიჯანი საკუთარი რეზერვიდან მიაწვდის საქართველოს.


იანვრიდან საქართველომ 30 მლნ კუბამეტრი აზერბაიჯანული გაზი მიიღო, რომლის საფასურიც მთლიანად დაფარულია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button