skip to content
ახალი ამბები

ანთაძე მოსკოვში შეხვედრებს მართავს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე 24 იანვარს მოსკოვში გაემგზავრა, იტყობინება სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური.


ორი დღის განმავლობაში მერაბ ანთაძე კონსულტაციებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან და სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან იური პოპოვთან, რომელიც იმავდროულად შერეული საკონტროლო კომისიის რუსული მხარის თანათავმჯდომარეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button