skip to content
ახალი ამბები

პეკინში საქართველო–ჩინეთის ბიზნესფორუმი იმართება

დღეს პეკინში საქართველო–ჩინეთის  ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე ხელმძღვანელობს.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესფორუმზე  ქართული მხარე წარმოადგენს  ღვინის,  გადამამუშავებელი  მრეწველობის,  საბანკო, სამშენებლო და ტურისტული  იფრასტრუქტურის სექტორებს. ფორუმის ფარგლებში განიხილება კონკრეტული პროექტები და დაგეგმილია ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება.


ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა  და  ჩინეთს  შორის სავაჭრო  წლიური ბრუნვა 50  მილიონ დოლარს  შეადგენს. საქართველოში ჩინური  ინვესტიციების წილი მთლიანი მოცულობის 1 %-ს შეადგენს.


 

მსგავსი/Related

Back to top button