skip to content
ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს

14 დეკემბერს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის შემოდგომაზე ერთდროულად ჩატარებას ითვალისწინებს.


ბიუროს სხდომაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმის გამო, რომ ჯერ–ჯერობით უცნობია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წარდგენილი რომელი შენიშვნები გაითვალისწინა პრეზიდენტმა და ასევე არ არის წარმოდგენილი ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ამ თემაზე სხდომას 15 დეკემბრისათვის გეგმავს. 


ოპოზიციის განცხადებით,  არსებობდა წინასწარი შეთანხმება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავდნენ საგაზაფხულო სესიაზე და არა დაჩქარებული წესით, რიგგარეშედ.


თუმცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ 14 დეკემბერს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მხოლოდ იმ ნაწილს განიხილავენ, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას არ იწვევს. რაც შეეხება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთობის, კერძოდ, პარლამენტის დათხოვნის საკითხებს უკავშირდება, პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.


ამასთან თუ საკონსტიტუციო ცვლილებები შეუსაბამობაში მოვა ვენეციის კომისიის დასკვნასთან, ის მეორე მოსმენისათვის გადაისინჯება, აცხადებენ დეპუტატები მმართველი პარტიიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button