ახალი ამბები

საქართველოს და აშშ-ს მიერ ყალბი დოლარების გამოძიების საქმე სამხრეთ ოსეთამდე მიდის

აშშ-ს დაზვერვის სამსახური და ქართული პოლიცია საერთაშორისო დონეზე ფულის გაყალბების ოპერაციას იძიებენ, რომელიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე ვრცელდება, იტყობინებოდა Washington Post-ი 26 ნოემბერს.


გაზეთის თანახმად, კონგრესისადმი აშშ-ს დაზვერვის სამსახურის, ხაზინის დეპარტამენტისა და ფედერალური სარეზერვო ფონდის ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, ამ რეგიონში გამოშვებული და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებული ყალბი ბანკნოტების რიცხვი “მნიშვნელოვნად გაიზარდა“ ბოლო წლების განმავლობაში.


ანგარიშის თანახმად, 2005 წელს დაზვერვის სამსახურმა კავკასიის ქსელში 5,3 მილიონი აშშ დოლარი გამოავლინა, 2003 წელს კი 1,5 მილიონი აშშ დოლარი.


“ჩვენ ვაცნობეთ ჩვენი შეშფოთების თაობაზე როგორც რუსებს, ისე ოსებს. ეს პრობლემა ერთ-ერთი იმ მრავალთაგანია, რომელიც ხაზს უსვამს სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარების საჭიროებას და იმ საშიშროებას, რომელსაც ის უქმნის უსაფრთხოებას და სასაზღვრო კონტროლს“, – იტყობინება Washington Post-ი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა. 


თბილისის ოფიციალური წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას ფულის გაყალბების საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობაში სდებენ ბრალს. თუმცა, ცხინვალის ხელისუფლება კატეგორიულად უარყობს არ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეს არის თბილისის პოლიტიკის ნაწილი სამხრეთ ოსეთს კრიმინალების მფარველობაში დასდოს ბრალი.


  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button