skip to content
ახალი ამბები

ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები თბილისს ეწვევიან

დღეს საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი ჩამოდის, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციის“ სამი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.


ამ მიზნით 23 ნოემბერს თბილისს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო.


“ვარდების რევოლუციისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც იძულებული იყო პოლონეთის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button