skip to content
ახალი ამბები

“რეზონანსი“ შსს-ში მოსალოდნელ რეფორმებზე საუბრობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობაში ახალი სტრუქტურული ცვლილებების საკითხს განიხილავს, რის შედეგადაც უშიშროების სამსახური შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს, იტყობინება გაზეთი “რეზონანსი“ 16 ნოემბერს.


“საკანონმდებლო ორგანოს კულუარებში ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილს [შინაგან საქმეთა მინისტრს] უშიშროების მინისტრად გადაიყვანენ, ხოლო შს მინისტრი შესაძლოა ახლახანს დაწინაურებული [თავდაცვის მინისტრი] დავით კეზერაშვილი გახდეს“, – წერს გაზეთი.


“რეზონანსის“ ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე, დეპუტატი დავით კირკიტაძე შესაძლოა 2007 წლის იანვარში ფინანსური პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების გაერთიანების შედეგად შექმნილი ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელად დანიშნონ.


13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა უარყო ინფორმაცია, რომ მთავრობაში კიდევ იგეგმება ცვლილებები.       


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button