skip to content
ახალი ამბები

ტერი დევისი სამხრეთ ოსეთის არჩევნებს გმობს

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა დაგმო სამხრეთ ოსეთში 12 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები და მათ “სრულებით გამოუსადეგარი, უსარგებლო და არასამართლიანი“ უწოდა.


“მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. უფრო მეტიც, არჩევნებმა არანაირად არ შეუწყო ხელი ვითარების მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით მოგვარების საქმეს, ხოლო გარემოებები რის ფონზეც რეფერენდუმი წარიმართა, განსაკუთრებით ის, რომ ეთნიკურ ქართველებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, ხდის მას შეუსაბამოს თუნდაც ნების გამოხატვის კუთხით“, – განაცხადა ტერი დევისმა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button