skip to content
ახალი ამბები

ვიცე–სპიკერი მოსალოდნელ ენერგობლოკადაზე საუბრობს

პარლამენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ენერგობლოკადაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსული გაზის ფასი გაიზრდება.


“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გაზის ფასი იქნება პოლიტიკური და არა ეკონომიკური“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა 30 ოქტომბერს, თუმცა გაზის მოსალოდნელი ფასი არ დააკონკრეტა.


ამ საკითხზე ისაუბრებენ დღეს პარლამენტში პრემიერ–მინისტრთან ფრაქციათა ლიდერების დახურულ შეხვედრაზე, რომელიც ოპოზიციის თხოვნით იმართება.


წინასწარი განცხადებებით, შეხვედრაზე განიხილება ყველა ის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულების საკითხები, რომელიც რუსეთ–საქართველოს გამწვავებულ ურთიერთობებს უკავშირდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button