skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ელჩის საქართველოში დაბრუნება ჯერ არ განიხილება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი დენისოვის განცხადებით, ჯერ–ჯერობით დღის წესრიგში არ დგას რუსეთის ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს საქართველოში დაბრუნების საკითხი.


“ჯევ ვერ ვხედავთ პირობებს, რომელიც შეიძლება ხელსაყრელი იყოს მისი დაბრუნებისათვის“, – განუცხადა დენისოვმა 27 ოქტომბერს “რია ნოვოსტის“.


რუსეთმა თავისი ელჩი საქართველოდან 28 სექტემბერს რუსი ჯაშუშების დაკავების სკანდალის გამო “კონსულტაციებისათვის” გაიწვია. მასთან ერთად “ნაწილობრივი ევაკუაციის“ ფარგლებში საქართველო რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა უმრავლესობამ 29 სექტემბერს დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button