ახალი ამბები

ალასანია აფხაზეთის სამშვიდობო ფორმატის ინტერნაციონალიზაციას ოპტიმისტურად უყურებს

გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის – გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ–ს – წარმომადგენლები 2007 წლის იანვარში ჟენევაში  შეიკრიბებიან და აფხაზეთის სამშვიდობო ფორმატის შესაძლო ინტერნაციონალიზაციის წინადადებას განიხილავენ, განაცხადა გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ 16 ოქტომბერს.


მან ტელეკომპანია “იმედს“ განუცხადა, რომ სამშვიდობო ფორმატის შეცვლის შესახებ საქართველოს ამ ინიციატივის მიმართ “გაზრდილი საერთაშორისო ინტერესი“ არსებობს და ამასთან დაკავშირებით 2007 წლის აპრილამდე, როცა გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის საკითხის განხილვას დაუბრუნდება, კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა იქნა მიღებული.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button