skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი ქართული აგრესიის მოლოდინშია

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის ანატოლი ბარანკევიჩის განცხადებით, ცხინვალი თბილისის მხრიდან აგრესიას ნებისმიერ დროს ელის.


“ისინი [ქართული მხარე] უარს აცხადებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას ძალის არ გამოყენების შესახებ და ამიტომ საქართველოს მხრიდან აგრესია ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი. ერთ, ორი ან მაქსიმუმ სამი დღის განმავლობაში ისინი შეეცდებიან ცხინვალის დაკავებას, გადაკეტავენ ტრანსკავკასიურ მაგისტრალს და ცხინვალის აღებით ისინი შეეცდებიან გამარჯვებულად გამოაცხადონ თავი“, – განუცხადა რუსულ ტელეკომპანია НТВ-ს  ბარანკევიჩმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button