skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ბაზებზე შეთანხმებას რატიფიცირება გაუკეთა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს 139–მა სენატორმა დღეს მხარი დაუჭირა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, იუწყება “ინტერფაქსი”.


რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ ანალოგიური გადაწყვეტილება 6 ოქტომბერს მიიღო.


შეთანხმებით, რომელსაც ქართულმა და რუსულმა მხარეებმა 31 მარტს მოაწერეს ხელი, საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი სრულად 2008 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button