skip to content
ახალი ამბები

ივანოვი: მოსკოვი “მეგობარ ქართველ ხალხთან“ ომს არ გეგმავს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კვირას რუსულ ტელეკომპანიას განუცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს “მეგობარ ქართველ ხალხთან ომის დაწყებას“.


თუმცა, მან ასევე გააფრთხილა, რომ მოსკოვი განზე არ დადგება, თუ თბილისი თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში, სადაც რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ და რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, სამხედრო კამპანიას დაიწყებს.


ივანოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს განზრახვა “ამ ტერიტორიების [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის] ანექსია განახორციელოს“.


მისი თქმით, რუსეთი დაინტერესებულია თავისი ვალდებულება შეასრულოს და საქართველოდან სამხედრო ბაზები გაიყვანოს.


“საქართველოს ტერიტორიას უკანასკნელი ჯარისკაცი 2008 წლის ბოლოსთვის დატოვებს [როგორც შეთანხმებითაა გათვალისწინებული]… ჩვენი სამხედროები, თბილისში მაინც, მძევლების პირობებში იმყოფებიან. როგორც კი მათ იქიდან გამოვიყვანთ, მე შევძლებ წყნარად მუშაობას“, – განაცხადა ივანოვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button