skip to content
ახალი ამბები

ირანი შეშფოთებულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვის გამო

7 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ თავის ქართველ კოლეგასთან გელა ბეჟუაშვილთან სატელეფონო საუბრისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის საკითხი განიხილა, იტყობინებიან საქართველოსა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროები.


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული ვითარების გამო და მოუწოდა მათ საკითხი მშვიდობიანი გზით მოაგვარონ.


მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების და რეგიონალური საკითხები.


საუბრისას ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობაზე. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში  ქართულ-ირანული ეკონომიკური კომისიის სხდომის მომზადების მიზნით, შედგება გელა ბეჟუაშვილისა და ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის ვიზიტი ირანში.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, კომისის სხდომა თეირანში სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმარება და მას ქართული მხრიდან პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უხელმძღვანლებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button