ახალი ამბები

რუსულმა საგადასახადომ სამიზნეში ცნობილი ქართველები ამოიღო

რუსეთის ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა ქართული წარმოშობის რუსეთის ორი მოქალაქის – რუსეთის ხელოვნების აკადემიის რექტორის ზურაბ წერეთლის და მწერალ ბორის აკუნინის (რომლის ნამდვილი სახელიც გიორგი ჩხარტიშვილია)  საქმიანობის შესწავლა დაიწყო.


საგადასახადო სამსახურმა ხელოვნების აკადემიის დოკუმენტებში 2.1 მილიონი რუბლის (დაახლოებით 78 ათასი აშშ დოლარი) დანაკარგი აღმოაჩინა.


ბორის აკუნინმა, რომელიც რუსეთში რამდენიმე ყველაზე პოპულარული რომანის ავტორია, არ გამორიცხა, რომ საგადასახადო სამსახურის ყურადღება შესაძლოა დაკავშირებული იყოს რუსეთის მთავრობის მიერ ქართველების წინააღმდეგ აგორებულ ტალღასთან: “ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ რუსეთში შესაძლო იყო ეთნიკური წმენდის მოწმენი გავმხდარიყავით“, – განუცხადა აკუნინმა რადიოსადგურ “ეხო მოსკვის“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button