skip to content
ახალი ამბები

პუტინი, ბაღაფში და კოკოითი სოჭის ღონისძიებებში მონაწილეობენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი სოჭში იმყოფებიან, სადაც მონაწილეობა მიიღეს რუსეთის სამხრეთ რეგიონებისა და სახელმწიფო და კერძო კომპანიების შეხვედრასა და ეკონომიკურ ფორუმში  – “ყუბანი 2006“, რომელიც 29 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გახსნა.


“განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ჩვენს უცხოელ სტუმრებს: აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ვასილის ძე ბაღაფშს… სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ ჯაბას ძე კოკოითს…“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.


ამას გარდა, ეკონომიკური ფორუმის გამოფენის ფარგლებში ვლადიმერ პუტინმა “ცალკე მოინახულა სტენდი, რომელიც აფხაზეთს წარმოადგენდა“.


ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის სეპარატისტს ლიდერებთან ცალკე შეხვედრის შესახებ არ ვრცელდება.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button