ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი პაპუაშვილი აირჩიეს

გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ, 5 წლის ვადით დღეს ბათუმში ერთხმად აირჩია საკონსტიტუციო სასამართლოს  რვა მოსამართლემ. აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილმა თავმჯდომარემ ჯონი ხეცურიანმა გამოაცხადა.


ამ ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი.


“პრაქტიკულად დღევანდელი დღიდან ბათუმი ხდება საქართველოს სასამართლო დედაქალაქი“, – განაცხადა 30 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტის ინიციატივით, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება პირველი ცენტრალური ორგანო, რომელიც არა დედაქალაქში, არამედ ბათუმში განთავსდება. 


საკონსტუტუციო სასამართლო აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის რეზიდენციაში დაიდებს ბინას.

“ეს შენობა იყო გათიშულობის, ჩაგვრის და საქართველოს საკონსტიტუციო წესრიგის მოშლის სიმბოლო, ამიერიდან ხალხი აქ სიმართლის მოსაძიებლად მოვა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტის განცხადებით, ბათუმის ახალი სტატუსი აჭარის რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში “სხვა მნიშვნელოვანი ცენტრალური სტრუქტურები გადატანილი იქნება სხვა ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე“. 


გიორგი პაპუაშვილი ივლისში საკონსტიტუციო სასამართლო წევრად დანიშვნამდე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დავცის მინისტრი, ხოლო უფრო ადრე იუსტიციის მინისტრი იყო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button