ახალი ამბები

კოკოითი ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ტექნიკის შემოდინებას უარყოფს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი უარყოფს ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ტექნიკის შემოდინებას და თბილისს “პროვოკაციაში“ ადანაშაულებს.


საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 29 სექტემბერს შეშფოთება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ შეინიშნება ჩრდილოეთ ოსეთში 58–ე რუსული არმიის გადაადგილება საქართველოს საზღვრების მიმართულებით და მოუწოდეს რუსეთს თავი შეიკავოს ძალის დემონსტრირებისაგან.


“თბილისის ოფიციალურ წარმომადგენელთა ეს განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პროვოკაცია, რომელიც იმ პროვოკაციათა მთელი ჯაჭვის გაგრძლებაა, რომელიც რუსი სამხედროების წინააღმდეგ არის მიმართული“, – იუწყება “ინტერფაქსი“ 30 სექტემბერს კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში აღმშენებლობის პროცესი მიდის და “როგორც ჩანს საქართველო შეგნებულად აღიქვამს სამშენებლო მასალებს სამხედრო ტვირთებად“.


 

Back to top button