ახალი ამბები

ეგვიპტემ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაამარტივა

ეგვიპტის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცალმხრივად გაამარტივოს საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმი, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება 29 სექტემბერს.


გამარტივებული სავიზო რეჟიმი უკვე ამოქმედებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 15 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ერთთვიანი მოქმედების ტურისტული ვიზის მიღებას ეგვიპტის საზღვარზე შეძლებენ. 

Back to top button